ნონა ჭანტურია დაიბადა 1966 წლის 11 მაისს, ქალაქ ხობში, მეცნიერებისა და განათლების ტრადიციებით გამორჩეულ
ოჯახში. დედა – თამარ დარასელია, ფიზიკა-მათემატიკოსი, ხოლო მამა – პარმენ ჭანტურია, ქიმია-ბიოლოგი
გახლდათ. ოჯახურმა გარემომ ადრეული ასაკიდანვე შეუწყო ხელი მისი შემოქმედებითი და ინტელექტუალური
შესაძლებლობების განვითარებას. ნონა ჭანტურიას შემოქმედებითი გზა სამი წლის ასაკიდან იწყება. ადრეული
ბავშვობიდან ხატავდა და მღეროდა. მისი სატელევიზიო დებიუტი ხუთი წლის ასაკში შედგა სიმღერით „ლიას კაბა“,
რომელიც განსაკუთრებულად შემორჩა მეხსიერებაში იისფერი ყვავილებიანი სასცენო კაბითა და მაყურებლის
თბილი მიღებით.

სკოლის წლებში იგი იყო სასკოლო ვოკალური გუნდისა და მუსიკალური ჯგუფის სოლისტი. განსაკუთრებული
წარმატებით მონაწილეობდა IX; X და XI კლასებში, ვოკალურ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში. წარმატებული
მონაწილეობის შემდეგ დაჯილდოვებულია რესპუბლიკური ოლიმპიადის ოქროს მედლით.
სკოლის დასრულების შემდეგ გახდა ,,ქალაქური რიოს” წევრი, რომლის შემადგელობაშიც მონაწილეობდა
საერთაშორისო გასტროლებში ინდოეთსა და ვიეტნამში.
განათლება მიიღო სხვადასხვა მიმართულებით, რაც მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და პროფესიული
განვითარების ნათელი მაგალითია. წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ფოთის სამედიცინო სასწავლებელი, ასევე
სწავლობდა ქალაქ სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მუსიკალური განათლების მიღება
დაიწყო 6 წლის ასაკიდან-ჯერ დაამთავრა სამუსიკო სტუდია და მერე ქალაქ თბილისის მ. ფანიაშვილის აკადემია,
ფორტე-პიანინოს და ვოკალის მიმართულებით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. კოსმეტოლოგიის სფეროში
წარჩინებით დაასრულა ქალაქ ყაზანის სასწავლო ცენტრის „Vitaface“-ის კოსმეტოლოგიური ფაკულტეტი. დაამთავრა
სტამბოლის ესენიურთის უნივერსიტეტი და ბაშარის სახვითი ხელოვნების აკადემია. აღსანიშნავია ათწლეულების
განმალობაში ის იყო ბაშარის ხელოვნების აკადემიის მუსიკალური განყოფილების უფროსი.
ნონა ჭანტურია არის მხატვარ-მუსიკოსი, „NonArt Gallery“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, LCM (London College of
Music Examinations)-ის დირექტორი და პედაგოგი თბილისში და სტამბოლში, არტ-ლოგოპედი, ინოვაციური
მეთოდების ავტორი და კულტურის სფეროს აქტიური მოღვაწე. იგი არის საქპატენტში სამ ენაზე დეპონირებული
თემების – „მეტრონომი და შენი მუსიკა ლოგოპედიაში“ და „ფერწერა და ხელოვნება ლოგოპედიაში“ – ავტორი.
ნონა ჭანტურია არის „საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია ინსტიტუტის“ წევრი და მხატვართა კოორდინატორი,
ასევე იტალიის კულტურული ასოციაცია „La Via dell’Arte“-ს ვიცე-დელეგატი საქართველოსა და სტამბოლში. მისი
შემოქმედება არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაზეა წარმოდგენილი. გამართული აქვს 15 ჯგუფური
და 1 პერსონალური გამოფენა სტამბოლში, პერსონალური გამოფენა გერმანიის ქალაქ ვარბურგში, 3 ჯგუფური და 1
პერსონალური გამოფენა თბილისში, პერსონალური გამოფენა სენაკში და 2 ჯგუფური გამოფენა სიცილიაში.
ნონა ჭანტურიას შემოქმედებითი და კულტურული საქმიანობა არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო დონეზე. იგი
არის პარიზის საერთაშორისო არტფესტივალის „პარიზის ვარსკვლავის“ ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი.
ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში, საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის
ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაჯილდოებულია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის
სამეფოში, ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილის მადლობის სიგელით. ასევე, იტალიაში, სიცილიის რეგიონში,
მონტეროსო ალმოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიღებული აქვს მედალი და საერთაშორისო
სერტიფიკატი. სიცილიის ქალაქ პალერმორში, ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის პრემია ,,ოსკარი“ მიენიჭა ნონა
ჭანტურიას,
თანამედროვე კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული, მხატვრული ხედვის უნივერსალურ ენაზე გარდაქმნის
უნარისთვის, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ხალხები, თაობები და მრავალფეროვანი გრძნობები; კვლევის,
ინოვაციისა და სილამაზის დაცვისადმი ურყევი ერთგულებისთვის; ხელოვნების დიალოგის განვითარებისა და
ცივილიზაციის ინსტრუმენტად ამაღლებისთვის; ეთიკური თანმიმდევრულობის, დაუღალავი თავდადებისა და
საერთაშორისო მხატვრული საზოგადოებისთვის ნათელი მაგალითის მიცემისთვის. მისი პერსონალური
გამოფენების შესახებ სტატიები გამოქვეყნებულია სტამბულისა და ვარბურგის პრესაში. საერთაშორისო ფესტივალ
Pera Piano Festival – ში 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა მის მოსწავლეებთან ერთად სტამბოლში, რაც მისი პედაგოგიური
და შემოქმედებითი საქმიანობის ნაწილია. ნონა ჭანტურიას სახელი და ნამუშევრები სამჯერ არის შეტანილი,,
საქართველოს მხატვართა“ ლიგა-ს კატალოგებში. ასევე, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო საქართველოს
წარმატებული ადამიანების პროექტის ,,პერსონა 2024“-ს ტიტულით, რაც მისი პროფესიული და საზოგადოებრივი
საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. ნონა ჭანტურიას ნამუშევრები ამშვენებს
სტამბოლის,ვარბურგის, მოსკოვის,პარიზის,თბილისის ,ბათუმისა და სენაკის კერძო კოლექციებსა და გალერეებს.
მისი შემოქმედება საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესსა და მაღალ შეფასებას იმსახურებს,რაც მის პროფესიულ
წარმატებასა და მხატვრული ხელწერის უნიკალურობას უსვსმს ხაზს. ეს მიღწევები ადასტურებს ნონას აქტიურ
მონაწილეობას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში და წარმოაჩენს მის შემოქმედებით,
საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.


